суббота, 9 июля 2011 г.

ეკოლოგია

პროექტის  სახელწოდება:  ეკოლოგოა



პროექტის  მთავარი  იდეა (თემა ) 1 – 2 წინადადებით: გავუფრთხილდეთ  ბუნებას, რათა პლანეტის  მშვენება – ადამიანი არ გადაშენდეს( არ  მოისპოს  პლანეტაზე  სიცოცხლე).

პროექტის  აქტუალობა: ეკოლოგია  მეტად  აქტუალური  თემაა. თუ  ბუნებას  არ  გავუფრთხილდით აღარ  გვექნება  არც  წყალი  და არც ჟანგბადი.

პროექტის  მიზნები: თვითოეულმა  ადამიანმა  გულთან  ახლოს უნდა მიიტანოს ბუნების გასაჭირი: უმიზეზოდ არ მოჭრას ხე, არ დაანაგვიანოს, რაც შეიძლება დარგოს მეტი ხე, დაზოგოს ელექტროენერგია და ა. შ.


მონაწილეთა  ასაკი: სწავლების მეორე საფეხური (15 წლის)

ვადები/ ხანგრძლივობა: მთელი წლის განმავლობაში.

მოსალოდნელი  შედეგები / პროდუქტები, რაც  შეიძლება  შეიქმნას: ყველა ადამიანმა ( დიდმაც და პატარამაც) რომ გაითავისოს ეს პრობლემა არ იქნება არც დაბინძურებული ქუჩები და ტყე– პარკები და მეტი სუფთა ჰაერიც იქნება. ძველი ანდაზაც ისევ დაიბრუნებს თავის არსს: ტყე შეუნახე შვილებსა, მამა ხარ შენი ვალია.

პროექტისათვის  საჭირო ძირითადი  რესურსები: პლაკატების შექმნა, რკინის ფარები წარწერებით: ,, გაუფრთხილდით ბუნებას'', ,,არ დაანაგვიანოთ! ჯარიმა 100 ლარი''.

პროექტის  მსვლელობა ( ძირითადი  აქტივობები ):მოსწავლეები ამზადებენ პლაკატებს, რკინის ფარებს ყიდულობენ ფერად ფანქრებს, გადიანქუჩებში ჯგუფ – ჯგუფად და აკრავენ პლაკატებს, ამაგრებენ ფარებს მონიშნულ ადგილებში.

საგნებთან  / საგნობრივ  ჯგუფებთან/ ეროვნულ  სასწავლო  გეგმასთან  კავშირი : რუსული ენა, როგორც  ეროვნული სასწავლო გეგმის განუყოფელი ნაწილი, სასკოლო განათლების მთავარი სახელმწიფო მიზნის განხორციელებას ემსახურება – ეროვნულ და საკაცობრიო ღირებულებებთან ნაზიარები,თავისუფალი პიროვნების აღზრდას, რომელიც შეძლებს თავისი წვლილის შეტანას სამოქალაქო  საზოგადოების ჩამოყალიბებასა და განვითარებაში.

პროექტის  ხელმძღვანელი ( მასწავლებელი ): რუსუდან როინიშვილი

ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:  rysydanroinishvili@gmail.com

პროექტის  ვებ– გვერდი / ბლოგი: rysydanroinishvili.blogspot.com